"ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრი" მარნეულში მომხდარ ფაქტს პირველად სამართლებრივ შეფასებას აძლევს და სახელმწიფოს გამოვლენილი დანაშაულებრივი შემთხვევების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით EMC-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა.
ორგანიზაცია გენერალურ პროკურატურას ადგილზე მყოფი პოლიციელების უმოქმედობის შესწავლას და ფაქტზე სათანადო რეაგირებას სთხოვს, დროული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების, სისხლის სამართლებრივი პსაუხისმგებლობის დაყენებისა და მსგავსი შემდგომი განმეორების აღსაკვეთად კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს.
EMC პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართავს, წინასაარჩევნო პროცესის თემაზე ორიენტირებული პოლიტიკის პრინციპებით წარმართვას ურჩევს და დემოკრატიის პრინციპების დაცვის რეკომენდაციას აძლევს.