ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ექიმების საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება.
ვახტანგ ყიფიანის ადვოკატი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს. ეზოში შეკრებილები არიან ექიმები, რომლებიც ანგიოქირურგის პატიმრობას აპროტესტებენ. საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება დაზარალებულის - ნათია ცირეკიძის მამა.
საქმე ეხება 25 წლის ნათია ცირეკიძეს, რომელიც, ბოლო 2 წელია, სწორედ ყიფიანის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კომაში იმყოფება.
პროკურატურის ინფორმაციით, "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცხადებით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო ამავე კლინიკის ექიმს ვახტანგ ყიფიანს კი პატიმრობა შეუფარდა.
კიდევ ერთ ექიმს მაგდა ხოჭოლავას, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.