კიბოს სკრინინგის უფასო გამოკვლევები გრძელდება. ეროვნული სკრინინგის ცენტრისა და "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკების თანამშრომლები, ამჯერად ჭიათურას ესტუმრნენ.
ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები უფასოდ ჩაეტარებინა. მედიკოსები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ კიბოს დროული გამოვლენა სრული გამოჯანმრთელების წინაპირობაა.