ქუთაისში "პსპ" აფთიაქის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა. მათ ვირუსი დღეს დაუდასტურდათ.
ინფორმაციას ადასტურებს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძეც.
ინფიცირებულები საავადმყოფოში აფთიაქიდან გადაიყვანეს.