06 მაისი 2024,   05:51
ვრცლად
მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს

სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები  მამას და მცირეწლოვან შვილს ეძებენ. 

მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით ჩამოწვა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა. ავტომობილის 2 მგზავრი მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს. 

 

დღის ამბები