05 სექტემბერი 2026,   18:47
ვრცლად
ყველაზე მეტი, 360 შემთხვევა დღეს აჭარაში გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი 471 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 360 აჭარაში გამოვლინდა, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობა 57-ს შეადგენს, სამეგრელო-ზემო სვანეთში 22, იმერეთში 11, ქვემო ქართლში 6, კახეთში 6, გურიაში 5, მცხეთა-მთიანეთში - 3, სამცხე ჯავახეთში კი კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა. 

მარინა ენდელაძის თქმით, სტაციონარში მოთავსებული 35 პაციენტის მდგომარება კრიტიკულად მძიმეა, 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათ შორის 8 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის. 

დღის ამბები