02 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი - ალიევის ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კიდევ 7 სოფელი გაათავისუფლა

მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევმა სოციალურ გვერდ ტვიტერზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის არმიამ კიდევ 7 სოფელი გაათავისუფლა, მანამდე ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებმა დროშა სოფელ მაგადიზში აღმართეს.

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათმა თავდაცვის ძალებმა მძიმე საბრძოლო მოქმედებების შემდეგ პოზიციები გააუმჯობესა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ცნობითვე, აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებას კიდევ 51 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საერთაშორისო საზოგადოება ორივე მხარეს მოუწოდებს, მოლაპარაკება დაიწყოს.

სომხური მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთი კი აცხადებს, რომ მხარეების თანხმობის გარეშე არ აპირებს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ძალები შეიყვანოს, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დღის ამბები