კორონავირუსს კიდევ 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი 88 წლის ქალი თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე, 90 წლის კაცი კი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქართველოში ისევ ანტირეკორდული სტატისტიკა ფიქსირდება - 554 დადასტურებული შემთხვევა. უმეტესი ფაქტი ისევ აჭარის რეგიონს უკავშირდება.
ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება სამეგრელოშიც. ვირუსის გავრცელების რისკები კიდევ ერთ სკოლაშია. ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის - 55 მოსწავლე და 2 მასწავლებელი ლაბორატორიის პასუხებს ელოდება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებია თელავში კლინიკა "ევექსშიც", სადაც კპრონავირუსი ეპიდემიოლოგს დაუდასტურდა.
სპეციალისტები ქვეყნისთვის კრიტიკულ ზღვარზე საუბობენ. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ეს მაშინ მოხდება თუ მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში 10-14 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 1000 დადასტურებული შემთხვევა იქნება.