20 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
მსოფლიო მოდამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა

მსოფლიო მოდამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. მოდის სამყაროში პოსტპანდემიური წესები ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლექციების წარდგენისას და მოდის კვირეულების დროს მაყურებლები მხოლოდ ეკრანებიდან ადევნებდნენ თვალყურს.

სოციალური დისტანცირების გამო მოდის სახლებმა უარი თქვეს ჩვენებების ტრადიციულ ფორმაზე. დიორი, ვალენტინო, არმანი, პრადა და სხვა მრავალი მსოფლიოში ცნობილი ბრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა.

დამსწრე საზოგადოებაც მხოლოდ აუცილებელ 200-მდე სტუმარს მოიცავდა, ისიც პირბადეებით, სავალდებულო დისტანციითა და მაქსიმალური უსაფრთხოების წესების დაცვით.

დღის ამბები