16-17-18 ოქტომბერს ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფესტივალმა წელს მეოთხეჯერ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი, რაც მას განსაკუთრებულ და უნიკალურ სტატუსს ანიჭებს.
პანდემიის მიუხედავად, წელს ფესტივალი ადაპტირებულ ფორმატში გაიმართება.
Covid -19-ის რეგულაციების გათვალისწინებით ფესტივალი იქნება ონლაინ და დამსწრე მსმენელის გარეშე. ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის ელჩის ელისოს ბოლქვაძის ინიციატივითა და ორგანიზებით ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც ფესტივალზე ცნობილი მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მოსმენა და მასტერკლასები ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების მხარდასაჭერად.