აქცია იყო სადახლოში - "ევროპული საქართველოს" წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ის სამუშაოები გააპროტესტეს, რომელიც აქციის მონაწილეების თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
"მიწები გათხრილია და პირდაპირ ეს სამუშაო მიმდინარეობს სასაფლაოს ტერიტორიაზე, ერთი მეტრიც არ არსებობს აქ საფლავთან და სამუშაო ადგილთან.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს ყველაფერი გასწორდეს, სასაფლაოს ტერიტორიაზე კონკრეტულად საზღვარი გაკეთდეს და არავის ჰქონდეს უფლება, ვიღაცის საფლავი შეურაცხყოს," - განაცხადა პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" ახმედ იმამკულიევმა.