დაჭრა კახეთში - დედოფლისწყაროში მამაკაცმა მეზობელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაჭრილი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტია, რომელიც შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.