ბოლო 24 საათში COVID-19-ით 3 პაციენტი აჭარაში ხოლო 1 მცხეთაში გარდაიცვალა.
აჭარის რეგიონში გარდაცვლილ სამივე პირს მძიმე თანხმლები დაავადებები აღენიშნებოდათ. პაციენტები 64 წლის ქალი, 68 და 84 წლის მამაკაცები არიან.
რაც შეეხება მე-4, გარდაცვლილს ის 67 წლის ქალია, რომელიც მცხეთის ცხელების ცენტრში 23 სექტემბრიდან გადიოდა მკურნალობას.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს 4-ით გაიზარდა. სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 58-ს შეადგენს.