სამეგრელოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 9 ზუგდიდში, რომელთაგან 7 ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, ერთი ცხელების ცენტრის პაციენტი, ერთი კი ბაღდათში ინფიცირებული პირის კონტაქტი.
ასევე, ვირუსი დაუდგინდა ფოთის კოვიდმიმღები კლინიკის სამ მედდას, თუმცა, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკის დახურვა არ იგეგმება.
რაც შეეხება კიდევ ხუთ შემთხვევას, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლები არიან და ზუგდიდში საკარანტინო სივრცესა და სამედიცინო დაწესებულებბეში იმყოფებოდნენ.