კახეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 70-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში რეგიონში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა მე-20 კადრირებული ბრიგადის ოფიცრის მეუღლის ბიოლოგიურ ნიმუშზე. ის მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, COVID-19 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მანტანში მცხოვრებ ქალს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგები ორივე ინფიცირებულის კონტაქტებს სწავლობენ.