28 აპრილი 2024,   08:01
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტი, რომელიც საკუთარ სახლთან მასზე 20 წლით უმცროსმა მეზობელმა დაჭრა მძიმე მდგომარეობაშია

დაჭრა კახეთში - მძიმე მდგომარეობაშია სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტი, მას მეზობალმა ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში მიაყენა. დედოფლისწყაროდან მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს.

ბრალდებული დაკავებულია - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევისას დავით ქოქიაშვილი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისრტოს თანამშრომელს დავით ქოქიაშვილს რამდენიმე ჭრილობა დედოფლისწყაროში, საკუთარ სახლთან მიაყენეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცმა რამდენიმე ჭრილობა მასზე 20 წლით უფროს ადამიანს სავარაუდოდ დანით მიაყენა. ორ მამაკაცს შორის კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, მათი თქმით, ინციდენტისას ორივე პირი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის წინ დასრულდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია, თუმცა მოგვიანებით ოპერაციის შემდეგ იგი თბილისში გადმოიყვანეს. ამ დროისთვის პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

ექიმის ინფორმაციით, გარდა დანით მიყენებული ჭრილობებისა სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომელი არის ნაცემიც.

დღის ამბები