ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ, "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ლიდერი და ზუგდიდში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე - ბათლომე შელია წარუდგინა.
სწორედ შელია იბრძოლებს პროპორციული სიით ზუგდიდიდან პარლამენტში მოსახვედრად. ამომრჩევლებს პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. როგორც შელია ამბობს, ის უგულავასთან ერთად აპირებს ზუგდიდელების ინტერესების დამცველი და გამტარებელი იყოს.