09 მაისი 2024,   01:21
ვრცლად
იორმუღანლოში ცეცხლსასროლი იარაღით ქალმა 35 წლამდე მამაკაცი მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ცეცხლსასროლი იარაღით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფლის მიმდებარე ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალია. ადგილზე ექსპეტრ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს მინუციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაზე, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილობრივების ცნობით, მკვლელი იდენტიფიცირებულია 40 წლამდე ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. 

"რუსთავი2" მომხდარის შესახებ დეტალებს არკვევს. 

დღის ამბები