05 სექტემბერი 2026,   18:46
ვრცლად
ზუგდიდში კორონავირუსი 8 პირს დაუდგინდა

ზუგდიდში კორონავირუსი 8 პირს დაუდგინდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათგან სამი ზუგდიდის მკვიდრია.

ახალი შემთხვევებიდან 1 ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, ორი კი ის პირები, რომელსაც თბილისში ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

მათთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ასევე, ერთი შემთხვევა წალენჯიხაში გამოვლინდა და ის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ოთხი შემთხვევა კი ოკუპირებული საბერიოდან რუხში შემოყვანილი პაციენტები არიან.

სულ რეგიონის მასშტაბით 202 ინფიცირებულია, საავადმყოფოებში 103-ია მოთავსებული, მათგან 20-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

დღის ამბები