06 სექტემბერი 2026,   17:48
ვრცლად
ივერი მელაშვილი სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ ეს მისი ბრძოლაა - ადვოკატი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას არ აპირებს. შესაბამისად, ადვოკატი სასამართლოს,  მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით არ მიმართავს.

როგორც ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მისი ბრძოლაა და ბოლომდე იბრძოლებს, ასევე არანაირი დათმობა არ იქნება იმის გამო, რომ ის გარეთ იყოს.

"რა თქმა უნდა, ბატონი ივერი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ბრალდება ძალიან ზოგადია, ერთმანეთშია არეული სხვადასხვა ცნებები. პროკურატურა ბატონ ივერის ვალდებულებას უწესებს თითქოს, მას ვალდებულება ჰქონდა აზერბაიჯანთან ისტორიული საზღვრის დადგენის, რაც აბსურდულია, რადგან ის ამ საქმის სპეციალისტი იყო, ის კომისიასთან ერთად მუშაობდა და არა მარტო. შესაბამისად პასუხისმგებლობას თუკი ვინმე რამე პრობლემას ხედავს ამ ყველაფერში შეიძლება იმსჯელონ კომისიის შიგნით იმ პირებთან მიმართებით, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა. 

ბატონი ივერი სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას არ აპირებს, მათ შორის, გირაოსიც. ის თვლის რომ ეს მისი ბრძოლაა და ბოლომდე იბრძოლებს, - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები