17 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა, ამომრჩევლებს ნატო ჩხეიძესთან ერთად გრიგოლ ვაშაძე შეხვდა და სიტყვით მიმართა.

კანდიდატმა ყურადღება ოკუპირებულ რეგიონსა და გამყოფ ხაზზე  მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებზე გაამახვილა.

 "23 დღე რჩება იმისათვის, რომ ყველა პატრიოტული ძალა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციაში იმყოფება, ყველა ძალას  მიეცეს საშუალება თავის სამშობლოს უანგაროდ ემსახუროს და უპირველეს ყოვლისა, ის გააკეთოს, რაც საქართველოს მოქალაქეების შეკვეთა არის,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებები ბევრი ყოფილა და ამის შემდეგაც ბევრი იქნება. ამიტომ მე არამხოლოდ გპირდებით, არამედ ვმოქმედებ. იმისათვის რომ ჩემი მოქმედება იყოს შედეგიანი, აუცილებელია შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა შევცვალოთ ქვეყნისათვის საზიანო ეს მთავრობა და ეს მოხერხდება ჩვენი ძალისხმევით არჩევნებზე," - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

დღის ამბები