ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. როგორც სკოლის დირექტორი განმარტავს, მეოთხე კლასის მოსწავლე სკოლაში ბოლოს ორშაბათს იმყოფებოდა. მას კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, რის გამოც ანალიზი აუღეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
მოზარდის დაინფიცირების წყარო უცნობია. ფაქტის გამო ინფიცირებული მოსწავლის კლასი 12 დღით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მოსწავლის კონტაქტები და პედაგოგები თვითიზოლაციაში არიან.