ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტები გორში, ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში დაფიქსირდა. მარინა ენდელაძის თქმით, ყველა პაციენტს თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდა:
"6 პაციენტიდან ერთი გარდაიცვალა გორში, 58 წლის ქალი. ბათუმში 68 წლის, ქობულეთში 2 – 55 და 61 წლის ქალები და ქუთაისში 81 წლის ქალი. ყველა პაციენტს ჰქონდა თანმხლები მძიმე დაავადებები," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.