07 სექტემბერი 2026,   16:05
ვრცლად
სოფელ ერისიმედში პროდუქტის და მედიკამენტების საკმარისი მარაგია, რომ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს - რწმუნებული

გაუარესებული ეპიდვითარების გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში სამედიცინო კარვები მოეწყო. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

დღეს დილიდან სოფელში ყველა პირს ამოწმებენ. აქ ზომების გამკაცრების მიზეზი შუახნის ცოლ-ქმარია, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ეპიდემიოლოგების განცხადებით, ვირუსის პრევენციისთის PCR ტესტირება დაიწყო. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სოფელში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

"დადასტურდა ორი შემთხვევა. დღეიდან ვიწყებთ თერმოსკრინინგს. საეჭვო პირებს PCR კვლევა ჩაუტარდებათ, ვისაც სიმპტომები გამოუვლინდებათ. ეს ორი პიროვნება თბილისი კოვიდცენტრში არიან გადაყვანილები. ამ ეტაპზე 9 კონტაქტია გამოვლენილი," - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ნანა მოლაშვილმა.

"სოფელ ერისიმედში დაწესდა შეზღუდვა გადაადგილებაზე, მოეწყო კარავი და ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება და საჭიროების შემთხვევაში, თუ სიმპტომები გამოუვლინდებათ, ჩაუტარდებათ ტესტირება. სოფელში არის სათანადო პროდუქტი, მედიკამენტები და ყველა ის პირობა, რომ ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს," - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა. 

დღის ამბები