06 სექტემბერი 2026,   17:45
ვრცლად
მუხთარლის გეგმაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან - ადვოკატი

მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა გატაცების საქმეზე ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"მუხთარლის გეგმა არის ის, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს სრულყოფილი ჩვენება, თუ რაიმე კითხვები აქვს გამოძიებას მასთან, გასცეს კითხვებს პასუხი. აქამდე ვრცელდებოდა პოზიცია, რომ დანაშაული ვერ იხსნება, ვინაიდან დაკითხვა შეუძლებელი იყო. ასევე მისი პოზიცია არის ის, რომ მომავალშიც, თუ რაიმე კითხვა ექნება გამოძიებას და მისი მხრიდან რაიმე დახმარება იქნება შესაძლებელი სრულად მზად არის რომ გამოძიებასთან ჰქონდეს თანამშრომლობა," - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის. გამომძიებელი ჟურნალისტი ბოლოს საქართველოში 2017 წლის 29 მაისს იმყოფებოდა, როდესაც დედაქალაქის ცენტრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. რამდენიმე საათში კი, ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

საქართველოს მუხთარლის საქმის გამჭვირვალე გამოძიებისაკენ არაერთმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.

დღის ამბები