"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე და პარტიის მერობის კანდიდატი ქუთაისში, ამირან ძოწენიძე, ხელისუფლების მიერ სავაჭრო ცენტრებზე ჯარიმების გამოწერას ეხმაურებიან.
კახიძის თქმით, ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სავაჭრო ცენტრები გააფრთხილოს, მათ "დრაკონულ ჯარიმებს" უწერს და ამით კიდევ მეტ სამუშაო ადგილს აკარგვინებს ადამიანებს.
როგორც ამირან ძოწენიძემ აღნიშნა, 31 ოქტომბერს ამ ანტიადამიანურ და მავნებლურ პოლიტიკას აუცილებლად დაესმება წერტილი.