22 დეკემბერი 2024,   19:06
ვრცლად
ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ვერ ჩამოდის

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ვერ ჩამოდის. გამომძიებელი ჟურნალისტი ბერლინიდან თბილისში დღეს ბრუნდებოდა, თუმცა გერმანიიდან ის რეისს ვერ გამოყვა.

ამის მიზეზად თავდაპირველად ვადაგასული დოკუმენტი დაუსახელეს, შემდეგ კი, კორონავირუსის ახალი რეგულაციები, რომელიც გამოც ის ვერ შეძლებდა საქართველოში ჩამოფრენას

"აეროპორტში საქართველოს ავიახაზების წარმომადგენელმა დახედა ჩემს დოკუმენტს, მერე ვიღაცას დაუკავშირდა საკონსულოში და მითხრეს, რომ დოკუმენტს ვადა აქვს გასული. როდესაც ვაჩვენე, რომ ვადა 2021 წლის ბოლომდეა, შემდეგ მითხრეს რომ აზერბაიჯანის მოქალაქეს უფლება არ აქვს, გერმანიის ბინადრობის მოწმობით საქართველოში გაემგზავროს. თუმცა, იქამდე მე მქონდა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც მითხრეს რომ საქართველოში ჩვეულებრივად ჩამოვიდოდი. გარკვეული განხილვების შემდეგ კი, მითხრეს რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ცვლილებებია და ამიტომ ვერ გავფრინდები. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ივანიშვილის ხელისუფლებას არ სურს საქართველოში ჩამოვიდე და არ სურთ ზუსტად თქვან როგორ და საიდან გამიტაცეს, რა გზა გამატარეს სანამ აზერბაიჯანში ჩამიყვანეს. ისინი ამ საქმის გამოძიებას არ აპირებენ," - განაცხადა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ

აფგან მუხთარლი თბილისში 6 საათზე უნდა ჩამოსულიყო, გეგმავდა მისულიყო პროკურატურაში და ჩვენება მისი გაუჩინარების საქმეზე მიეცა. ჟურნალისტის ადვოკატი  აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 7 აგვისტოს მიიღო წერილი პროკურატურისგან, სადაც წერია რომ საგამოძიებო ორგანო მზად არის მუხთარლი ამ საქმეზე დაკიტხოს.



 

 

დღის ამბები