01 ივლისი 2026,   03:35
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში გურამ როგავაზე, ლევან ხაბეიშვილსა და ზვიად მაისაშვილზე ძალადობის ფაქტებზე დაკავებულების პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გურამ როგავაზე, ლევან ხაბეიშვილსა და ზვიად მაისაშვილზე ძალადობის ფაქტებზე დაკავებული პირების პროცესი გაიმართა.

წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა.
სამივე ბრალდებული პატიმრობაში დარჩა.
პროკურატურამ, 2024 წლის აქციების დროს მათ მიმართ ძალადობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა. მათ შორის სამი პირი, ყოფილი და მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გურამ როგავას ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი. 

"ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი და დაუშვებლობაზე ჩვენც არ გვქონია შუამდგომლობა, არცერთ მტკიცებულებაზე, ყველა ეს მტკიცებულება სადავოდ გამხდარი. სამივე ბრალდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული, ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბოდიში მოუხადა სასამართლო სხდომაზე დამსწრე დაზარალებულს,"- აცხადებს ადვოკატი.

პროკურორი ლაშა გამყრელიძე აცხადებს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში. 

"სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ მოიპოვა და წარადგინა სასამართლოში. ორივე ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში და საქმის არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს. მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება მათ შორის მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციები, ამ მტკიცებულებების შეჯერების და ანალიზის საფუძველზე მოხდა ბრალდებულების მიმართ ბრალის წარდგენა,"- აცხადებს გამყრელიძე. 

დღის ამბები