ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ - stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 11271-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 253-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 6119 გახდა.
ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით გარადაცვლილთა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 78 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში - იმყოფება 5971 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.