19 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
თბილისის სკოლებში კლასტერები იზრდება - ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი კვლავ მაღალია   

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ მაღალია, ვირუსი ძალას არ კარგავს, აჭარა კი კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. დღეს გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 5 ბათუმის კლასტერს ეკუთვნის, მედიკოსების განმარტებით ყველა მათგანს მძიმე რესპირატორული დაავადებები ჰქონდა.

გარდაცვლილთა მაჩვენებლების მსგავსად აჭარა ინფიცირებულთა მონაცემების მიხედვითაც პირველ ადგილზეა. 519 შემთხვევიდან მარტო 222 ბათუმს ეკუთვნის. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღეს ბათუმის მოხუცთა პანსიონატში 80 წლის ქალი და 78 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობით აჭარის შემდეგ თბილისია, სადაც დღეს 137 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9 ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელია. COVID-19 დაუდასტურდა მსახიობსა და პატრიარქის სტიქაროსანს კახა მიქიაშვილსაც.

კლასტერები იზრდება დედაქალაქის სკოლებშიც, სამ სასწავლო დაწესებულებაში უკვე ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სწავლას მოსწავლეების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში ნაწილი კი დისტანციურად განაგრძობს.

შედარებით პოზიტიური მაჩვენებელია იმერეთში, სადაც ერთ დღე ღამეში 89 შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში გამოჯანმრთელებულ პირთა მაჩვენებელი 50 %-ს აღემატება.

დღის ამბები