08 მაისი 2024,   01:37
ვრცლად
ანა ნაცვლიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, კორპუსების ფასადების შეკეთება პრიორიტეტულ საკითხად გახადოს

სიცოცხლისთვის საშიში კორპუსების ფასადები დღეს "ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგის თემა იყო.

ოპოზიციონერის თქმით, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე იმდენად მოუწესრიგებელია სახლების ფასადები, რომ სამშენებლო მასალები, რომლებიც ამ სახლებიდან ცვივა, ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება.

ანა ნაცვლიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, კორპუსების ფასადების შეკეთება პრიორიტეტულ საკითხად გახადოს.

დღის ამბები