27 აპრილი 2024,   07:00
ვრცლად
არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მიმალვის, ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს - ივერი მელაშვილის ადვოკატი

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გათავისუფლებულიყო.

"სასამართლოს არ უნდა შეეფარდებინა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს. ეს იყო პროკურორის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ აბსტრაქტული თეორიებით, შესაბამისად, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლოს გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი აღმკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მაშინ როდესაც მას შეეძლო ემსჯელა სხვა უფრო მსუბუქ საშუალებებზე, რომლითაც ბრალდებულების ასაკის, მათი პიროვნული მახასიათებლებისა და ასე ვთქვათ მათი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე შესაძლებელს გახდიდა ამ საქმეზე აღმკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას," - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები