04 სექტემბერი 2026,   14:50
ვრცლად
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო კვირის მანძილზე გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 13-დან 21-მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 158 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა. ჯანდაცვის დე-ფაქტო სამინისტროს ცნობით, პაციენტების რიცხვი მატების გამო სამედიცინო დაწესებულებებში საწოლების დამატება იგეგმება.

ოკუპირებულ აფხაზეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 2200 მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

დღის ამბები