19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ტყიბულში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 17 ინფიცირებული არასრულწლოვანია

ტყიბულში კორონავირუსის გამოვლენილი 22 შემთხვევიდან 17 არასრულწლოვანია. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ერთი სკოლის მოსწავლეები არიან, ასევე, ინფიცირებულია ამავე სკოლის რამდენიმე მასწავლებელი. 

თვითიზოლაციაშია გადაყვანილი კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი.

მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები.

დღის ამბები