04 მაისი 2024,   19:30
ვრცლად
300-ზე მეტი დაკავებული - მინსკში საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში დაკავებების ფონზე გრძელდება. ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, მინსკში გამართულ დემონსტრაციაში ასი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, დაკავებულია 300-ზე მეტი პირი. მათ შორის 35 ჟურნალისტი.

ბელარუსში ორ თვეზე მეტია საპროტესტო ტალღა არ წყდება. მომიტინგეები ბელარუსის პრეზიდენტს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

დღის ამბები