19 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
სასწრაფო დახმარების ექიმებს ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტესტირება ექიმების დაცვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"დღეის მდგომარეობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც ყველაზე მჭიდრო კონტაქტში არიან, როგორც გამოვლენის, ასევე დიაგნოზის დადგენის პერიოდში, ტესტირება, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ტარდება ექიმების ჯგუფში, მათთან მიმართებაში შევამციროთ ეს დრო და ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ ტეტსირება, რაც ვთვლით, რომ დაგვეხმარება სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე - ინფექციის გავრცელების პრევენციაში,"- განაცხადა ეკარტერინე ტიკარაძე.

დღის ამბები