ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში 60 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. დაწესებულება ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენდა და მისთვის, დაახლოებით, ორ მილიონ ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა.
საბავშვო ბაღი ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული და მოწყობილია სასწავლო და გასართობი კუთხეები. გახსნას ფონდ "ქართუს" წარმომადგენლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილიც დაესწრო.
მათ ფონდ "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილს სოფელში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს. ამავე სოფელში ფონდი ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს აწყობს, სადაც პირველმა პრეზიდენტებმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა, გაშენდება სკვერი და სამონასტრო კომპლექსი. ჯამში ხიბულაში აღნიშნული პროექტების ღირებულება თითქმის 4 მილიონს შეადგენს.