19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კოვიდკლინიკის სტატუსით იმუშავებს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კოვიდკლინიკის სტატუსით იმუშავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. როგორც რატიანმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მისი კლინიკა სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით ერთვება ვირუსთან ბრძოლაში.

"სამინისტროს მონიტორების ჩართულობით, გვაქვს სურვილი, თხოვნა და საჭიროება, რომ თქვენ აქტიურად ჩაერთოთ უკვე რეგიონების კლინიკების მართვის კომპონენტებში, რასაც კლინიკური მართვა ჰქვია. ეს არის ერთი საკითხი და მეორე არის, რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატების შეძენას, ჩვენ გვაქვს ორი ინდური კომპანიის გამოხმაურება და გვაქვს შესაძლებლობა, ოქტომბრის ბოლომდე ვიხილოთ ჩვენ კლინიკებში დამხმარე მედიკამენტები,"-აღნიშნა შეხვერდაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

"ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეისათვის, რაიმე სერიოზული შეცდომები და გადაცდომები, რომელიც შეიძლება გამხდრიყო სიკვდილის მიზეზი, არ დაფიქსირებულა, მაგრამ კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავ. ეს ხუთი ოპერატიული ჯგუფი იმიტომ იქმნება, რომ ადგილზე შეაფასოს სიტუაცია. მართლა ყველა შემთხვევაში, სასიკვდილო გამოსავალი იყო გარდაუვალი და მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, მას ღმერთიც ვერ აღუდგებოდა,"-აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი

"განახლდება პროტოკოლი, რაც შეიძლება მოქნილი და მობილური იყოს, იმ პაციენტებს, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია მიიღონ ჰოსპიტალური დახმარება, იმ პაციენტებს, ვისაც სჭირდება ამბულატორიული მეთვალყურეობა, მიიღონ ის სერვისი, რაც სახელმწიფოსგან არის მოწოდებული. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, იმ პაციენტებს, ვისაც კრიტიკულ მედიცინაში სჭირდებათ მკურნალობა, იმკურნალებენ,"-აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი. 

დღის ამბები