ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეისათვის რაიმე სერიოზული შეცდომები და გადაცდომები, რომელიც შეიძლება კოვიდინფიცირებულების სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო, არ დაფიქსირებულა.
"ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეისათვის რაიმე სერიოზული შეცდომები და გადაცდომები, რომელიც შეიძლება გამხდრიყო სიკვდილის მიზეზი, არ დაფიქსირებულა, მაგრამ, კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავ. ეს ხუთი ოპერატიული ჯგუფი იმიტომ იქმნება, რომ ადგილზე შეაფასოს სიტუაცია. მართლა ყველა შემთხვევაში, სასიკვდილო გამოსავალი იყო გარდაუვალი და მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, მას ღმერთიც ვერ აღუდგებოდა,"-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.