კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების გამო საქართველო პოზიციებს კარგავს.
დღეს გამოვლენილი 478 ახალი ფაქტით, ქვეყანა მსოფლიო სახელმწიფოებს შორის 98-ე ადგილზეა. ცხელ წერტილად აჭარასთან ერთად უკვე დედაქალაქიც ითვლება.
საფრთხის ქვეშ არის არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება. 126-ე სკოლის მოსწავლეს და 2 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ორი ჯგუფი დაიხურა და სწავლა დისტანციურად გაგრძელდა 61-ე საჯაროს სკოლაშიც, სადაც ინფიცირებული პედაგოგია. ვირუსი დაუდასტურდა წერეთელზე 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც.
საქართველოში იმატა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. დღეს პირველად, "კოვიდ-19-ს" 8 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, საქართველოში მკურნალობის ახალი პროტოკოლი ამოქმედდება.