27 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
COVID-19-ზე დონალდ ტრამპის ტესტის ბოლო პასუხები უარყოფითია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის COVID-19-ის ტესტის ბოლო პასუხები უარყოფითია.

თეთრი სახლის განცხადებით, ექიმების გუნდი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით მოქმედებდა, ბოლო კვლევების პასუხების მიხედვით კი პრეზიდენტი სხვებისთვის ვირუსის გადამცემი აღარ არის.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა. ის ფლორიდაში ამომრჩევლებს შეხვდა.

პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია 2 ოქტომბერს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მას და მის მეუღლეს COVID-19 დაუდასტურდათ.

დღის ამბები