თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი 9 პაციენტიდან, 5 აჭარაში მკურნალობდა.
"აჭარაში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა, დანარჩენი გარდაცვლილების შესახებ ჯერ არ მაქვს ინფორმაცია.
რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ამ ეტაპზე ჩვენ 63 COVID ინფიცირებული გვყავს, რომელთაგან მძიმე პაციენტებიც არიან. ბოლო დღეებში ძალიან მკვეთრი მატება არ არის, თუმცა ეს მაინც საყურადღებოა. სისტემა არ დგას პრობლემების წინაშე და სიტუაციის მართვა ხდება,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.