პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერის მარიამ ჯაშის განცხადებით, მმართველი გუნდი დავით გარეჯის საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ოპოზიციურ პარტიაში თვლიან, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხის განსახილველად ცუდი დრო შეარჩია და განმარტავენ, რომ საჭიროა ორმხრივი მოლაპარაკებები და არა პოპულისტირი განცხადებები, რომელიც კონფლიქტს კიდევ უფრო გააღრმავებს.
მარიამ ჯაშის თქმით, თუ საკითხი საქართველოს სასიკეთოდ გადაწყდა ეს პირველ რიგში საპატრიარქოს დამსახურება იქნება. როგორც მედიასთან საუბრისას პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს მამა კირიონს.