ფოთში კოვიდ ინფექციის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 2 მესამე საჯარო სკოლის პედაგოგია. ოთხივე მათგანი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძეს თქმით დღეს გამოვლენილი ინფიცირებული პაციენტები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მე-3 საჯარო სკოლაში გასულ კვირას Covid -19 ის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ორშაბათიდან სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე იყო გადასული.