ნინო ბურჯანაძე გიორგი ვოლსკის განცხადებას, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით ოპოზიციისა და უფლებადამცველთა პოზიციის შესახებ ხაშურიდან გამოეხმაურა.
"ერთიანი საქართველოს" ლიდერის შეფასებით, საქართველოს პარლამენტს სამარცხვინო ვიცე სპიკერი ჰყავს, რომელიც მატყუარაა და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს დავით გარეჯთან დაკავშირებით.
პარტია "ერთიანი" საქართველოს" ლიდერმა ადგილობრივ მოსახლეობას ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.
ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებს მათი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ალექსანდრე ჩხიკვაძე ადგილობრივი კადრია და ის საიმედო პარლამენტარი იქნება.