05 სექტემბერი 2026,   19:20
ვრცლად
გლობალური შეზღუდვები არ იქნება, იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, მათ შორის თბილისშიც - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები აღარ იქნება და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვებით შემოიფარგლებიან.

"ჩვენ იმედი გვქონდა, რომ როგორც რესპირაციული ინფექცია, კორონავირუსი ზაფხულში შემცირდებოდა და შეიძლება გამქრალიყო. ამიტომ, დაავადების დასაწყისში ერთადერთი ბერკეტი მასთან ბრძოლის იყო მძიმე და მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, შემდეგ კაცობრიობამ გაიაზრა, რომ ეს არ არის მარტივი ინფექცია.

მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია მსუბუქდება, არ გაქრა. ამიტომ, სლოგანი, რასაც ახლა ჩვენ ვიყენებთ არის, რომ ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება, რადგან ქვეყნები ვეღარ იქნებიან ჩაკეტილები. ყველაზე ბევრი შემთხვევაა ამერიკაში, მაგრამ ის ჩაკეტილი არ არის. არის შემთხვევების ზრდა, მაგრამ საბაზისო ეკონომიკური მიმართულებები ფუნქციონირებს, ანუ ვსწავლობთ თანაცხოვრებას. იქნება და არის წერტილოვანი შეზღუდვები.  

პოლიტიკა არის ასეთი, არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები, მათ შორის თბილისშიც," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები