19 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
საია პროკურატურას თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს

საია პროკურატურას მოუწოდებს სრულყოფილად გამოიძიოს თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმე. ორგანიზაციის შეფასებით, საქმეში არსებული გარემოებები პროკურატურის ვერსიას საეჭვოს ხდის და გამოძიების არაეფექტიანობას ადასტურებს. საია მიუთითებს, რომ გამოძიების დროს გამოიკვეთა, რომ თორნიკე მერებაშვილზე ერთმა ან რამდენიმე პირმა იძალადა, რაც გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუკვლევია. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს მერებაშვილის მიერ ბიძაშვილთან და 112-ზე განხორციელებულ ზარებზეც.

საიას ინფორმაციით, ორივე ადრესატთან განხორციელებული ზარის დროს მერებაშვილმა განაცხადა, რომ იყო დაჭრილი და დახმარებას საჭიროებდა. პროკურატურის ვერსიით, გზაზე მიმავალ თორნიკე მერებაშვილს ავტომანქანამ შემთხვევით გადაუარა. შესაბამისად, მძღოლს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის საფუძვლით წარედგინა ბრალი.

"ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვალებულს აღენიშნებოდა ნეკნების მოტეხილობა ორივე მხარეს, რაც კავშირში იყო თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან, ხოლო მოგვიანებით ჩატარებულმა კომპლექსურმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა არა ნეკნების, არამედ მენჯის ძვლების მოტეხილობა. მიუხედავად ამისა, არავის ამ საკითხზე პასუხი არ უგია დღემდე მიუხედავად იმისა, რომ არსებითი სხვაობაა პირველ და მეორე ექსპერტიზას შორის," - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამის მერაბ მერებაშვილის განცხადებით , პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთი წლის წინ მას შეჰპირდა საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა, თუმცა მერებაშვილის თქმით, ერთი წლის თავზე გამოძიების მხრივ არაფერი შეცვლილა. გარდაცვლილის მამა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

დღის ამბები