ყვარელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.
შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეის სოფელ ახალსოფელში წუხელ გვიან ღამით მოხდა. როგორც გიორგი ბოტკოველმა "რუსთავი 2-ს" უთხრა, ახალსოფელში მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
"კახეთში "ქართული ოცნება" არჩევნებს აგებს, აგონიაში მყოფი ხელისუფლება კი ბანერების ანგარიშსწორებაზე გადავიდა," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.