წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ერთიანი საქართველოს" ლიდერი კახეთში ამომრჩეველს ხვდება.
ნინოს ბურჯანანაძე გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მან ასევე ადგილობრივებისგან მოისმინა რეგიონში არსებული პრობლემები და გამარჯვების შემთხვევაში მოგვარებას დაპირდა.
ბურჯანაძის თქმით, კახეთის ძირითად პრობლემად ყურძნის ფასი რჩება, რაც რეგიონში სიდუხჭირეს და ეკონომიკურ კრიზის იწვევს.
დღესვე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებს თელავშიც შეხვდება.