წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ერთიანი საქართველოს" ლიდერი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად კახეთში ამომრჩეველს შეხვდა.
მათ თელავის ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს. პარტიის წევრებმა ადგილობრივებისგან რეგიონში არსებული პრობლემები მოისმინეს და გამარჯვების შემთხვევაში მოგვარებას დაპირდნენ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, კახეთის ძირითად პრობლემად ყურძნის ფასი რჩება, რაც რეგიონში ეკონომიკურ კრიზისს იწვევს.
"რთველის დროს ადეკვატური ფასი არ არის ყურძენზე, მოსავლის აღება ადამიანებისთვის პრობლემაა. ელემენტარული ყურადღება არ აქვთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს, არის წყლის პრობლემა, მნიშვნელოვანია გაიხსნას რუსეთთან თავისუფალი ბაზარი, შეძლონ თავიანთი პროდუქციის გატანა და იმ ფასად გაყიდვა, რაც მათთვის მისაღებია და ეს მოგცემს რეალურად იმის შესაძლებლობას, რომ სოფელი აღარ იყოს დაცლილი,"- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.